|
2017-09-08 02:08:55, 2107 ნახვა
საზოგადოება
ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა
ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა, - ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. „საქართველოში ბოლო პერიოდში ტყის მასივებში გახშირებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შაბთაი ცურის მიმართვის საფუძველზე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო) განყოფილებამ გამოყო თანხა, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჭიროების გათვალისწინებით შეძენილ იქნა 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი. ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა ისინი ქართველი მეხანძრე–მაშველებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ბ–ნ კახა ცერცვაძეს დღეს გადასცა. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბ–ნ შალვა კვინიხიძეს, შსს საერთაშორისო განყოფილების უფროსს და ბ–ნ ზურაბ დარჩიაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის უფროსს, გაწეული თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია საელჩოს Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ჰუმანიტარული დახმარების გარდა, MASHAV-ის პროგრამით საქართველოდან ბოლო წლების განმავლობაში 1000–ზე მეტი სხვადასხვა დარგის სპეციალისტი იმყოფებოდა ისრაელში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. MASHAV-ი ასევე აქტიურადაა დაკავებული საქართველოში ისრაელელი ექსპერტების ჩამოყვანითა და ადგილზე ტრეინინგ–კონსულტაციების ჩატარებით.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)