|
2017-09-07 09:17:51, 2404 ნახვა
მსოფლიო
ISIS-ი ბრიტანეთსა და ევროპის კონტინენტზე ახალ ტერაქტებს გეგმავს
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო", დიდ ბრიტანეთსა და ევროპის კონტინენტზე ახალ ტერაქტებს გეგმავს, - ამის შესახებ Telegraph თალიბანის სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და ახალ თავდასხმებს გეგმავს. ცნობისთვის, 4 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სპეციალური გაფრთხილება. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ყველაზე სუსტ წერტილებად ის ქალაქები რჩება, რომლებიც ტურისტებისთვის პოპულარულია. 1 სექტემბერს, საერთაშორისო კოალიციის სარდალმა სტეფენ თაუნსენდმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ ცოცხალია. შეგახსენებთ, რომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 16 ივნისს გაავრცელა. თავად "ისლამურმა სახელმწიფომ" ეს ცნობა დაადასტურა, თუმცა შემდგომ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ალ-ბაღდადი კვლავ ცოცხალი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)