|
2017-09-07 02:28:20, 2830 ნახვა
სამართალი
საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო - გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 29 989 ლარს შეადგენს, ხოლო, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ქვეყანაში შემოიტანა 52 351,55 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს საიუველირო ნაწარმი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 771 გრამი ოქროს ნაკეთობები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 7 წლამდე ვადით.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)