|
2017-09-06 11:48:16, 3763 ნახვა
სამართალი
ევროსაბჭომ საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები კვალიფიციურად სცნო
ევროსაბჭომ საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე წარდგენილი კანდიდატები - ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა კვალიფიციურად სცნო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე და მესამე ეტაპიც ისეთივე წარმატებით ჩაივლის, როგორც ეს დღეს მოხდა. „საზოგადოებისა და მედიის ცოცხალი ინტერესიდან გამომდინარე, როგორც კომისიის თავმჯდომარეს მაქვს ვალდებულება, გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგიდან, ევროსაბჭოდან მიიღო წერილი, რომელშიც მრჩეველ-ექსპერტთა პანელი გვატყობინებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე ჩვენ მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა - ქალბატონი ლალი ფაფიაშვილის და ბატონი ოთარ სიჭინავა - ცნობილი იქნენ, ისევე როგორ რამდენიმე კვირის წინ ბატონი ლადო ჭანტურია, მისაღებ, კვალიფიციურ კანდიდატებად. ამით შესარჩევი პროცედურის პირველი ეტაპი ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. ახლა დარჩენილია მეორე და მესამე ეტაპი. მეორე ეტაპი გახლავთ კანდიდატების გასაუბრება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომიტეტზე და ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ დეპუტატები ყველა წევრი ქვეყნებიდან კენჭს უყრიან ერთ-ერთ მათგანს, რომელიც საბოლოოდ უნდა იქნეს არჩეული სტრასბურგის მოსამართლედ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე და მესამე ეტაპიც ისეთივე წარმატებით ჩაივლის, როგორც ჩვენ დღეს ეს პირველი ეტაპი დავხურეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)