|
2017-09-06 11:25:26, 2971 ნახვა
ეკონომიკა
ცოტნე ყავლაშვილი: სესხების ლარიზაცია 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა ლარიზაციის მიმართულებით განხორციელებული სახელისუფლებო რეფორმები წარმატებულად შეაფასა. მისი განცხადებით, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის, რადგან ლარიზაცია მათ სავალუტო კურსის მერყეობაზე ნაკლებად დამოკიდებულს ხდის. „2017 წლის იანვრისთვის, როდესაც ჩვენ ლარიზაციის რეფორმას ვიწყებდით, საერთო სასესხო პორტფელში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 35 პროცენტს არ აღემატებოდა. 8 თვის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 43 პროცენტი შეადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, ცოტნე ყავლაშვილის შეფასებით, ლარიზაციის წარმატებული შედეგები გამოიწვია შემდეგმა გადაწყვეტილებებმა: სესხების გალარების პროგრამამ; ბიზნესისთვის მოგების გადასახადის რეფორმის ფარგლებში საინვესტიციო რესურსის დატოვებამ; სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ ლიკვიდობის მიწოდებასთან დაკავშირებით და სხვა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)