|
2017-09-06 03:05:54, 2185 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: მავნებელთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია
აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემასთან ბრძოლაში საქართველოს IPPC დახმარება ჰპირდება. მავნებელთან ბრძოლის საკითხები დღეს სოფლის მეურნეობის მინიტრმა ლევან დავითაშვილმა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალურ მდივანთან ჯინგუენ შიასთან შეხვედრაზე განიხილა. სოფლის მეურნეობის მინიტრის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. „ახალი ინვაზიური მავნებელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამ მავნებელთან ბრძოლის დიდი საერთაშორისო პრაქტიკა ევროპაშიც არ არსებობს. შედარებით, მეტი გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუგროვდათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ, ის მიდგომები, რაც ეფექტიანი იქნება მავნებლის დასამარცხებლად“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალურმა მდივანმა განაცხადა საქართველო აზიური ფაროსანას სახით, მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. „ჩვენ ვითანამშრომლებთ მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და ფიტოსანიტარული საკარანტინო ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით“, - აღნიშნა ჯინგუენ შიამ. სოფლის მეურნეობის მინისტრისა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალური მდივნის შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ. (NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)