|
2017-09-05 09:30:45, 2352 ნახვა
კომენტარი
მეუფე დიმიტრი: მთავარი კითხვაა - რა შუაში იყო შორენა თეთრუაშვილი
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც სვამს საზოგადოება და მათ შორის ჩვენც გახლავთ ის, რომ რა შუაში იყო შორენა თეთრუაშვილი, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ განაცხადა. მეუფე დიმიტრის განცხადებით, შექმნილი იყო მოტივაცია, რომ შორენა თეთრუაშვილი წყვეტს ეკლესიის საკითხებს, მას შეუძლია შეაჩეროს ადმიანის წინსვლა, ან საერთოდ დააბრკოლოს. "სასამართლოზე განვაცხადე, რომ ეს შეურაცხყოფაა ეკლესიის, ეს შეურაცხყოფაა პატრიარქის, რადგან ეკლესიას მართვას სინოდი. ყოფილა შემთხვევა წმინდა სინოდის სხდომების დროს, როდესაც მის უწმინდესობას ჰქონდა სურვილი, რომ რომელიღაც კანდიდატს ასახელებდა მღვდელმთავრად, სინოდი წასულა წინააღმდეგი და ეს ვერ განხორციელებულა. მოტივაცია, რომ ეს შურისძიებით მოხდა, მანამდე ვისმენდით, რომ ეს იყო ანგარების მიზნით, მყარი ვერ არის. მინდა გითხრათ, რომ ეს მოტივაცია მათ გაუმყარა მეუფე პეტრემ, როდესაც ის წარდგა სასამართლოს წინაშე და ამტკიცებდა, რომ შორენა არის მძლეთა-მძლე და ის არის ყველა გადაწყვეტილების მიმღები. ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, რაც პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ვთქვა, რომ მან ამ ქმედებით შეგნებულად, თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)