|
2017-09-05 02:11:09, 2113 ნახვა
საზოგადოება
სენსაციები თბილისის უმაღლეს ლიგაში!
2-3 სექტემბერს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის გარგლებში, „მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა თბილისის პირველი და უმაღლესი ლიგების მორიგ ტურებს უმასპინძლა. შეხვედრები, უმეტესად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. უმაღლეს ლიგაში მოვნელები მოულოდნელად განვითარდა, სადაც ცხრილის ორივე ლიდერმა ქულები დაკარგა. ცხრილის შუაში მყოფმა „ვაზისუბანმა“ დაძაბულ ბრძოლაში, მოულოდნელად 2:1 სძლია „უქიმერიონს“. ასევე, აღსანიშნავია მეორე ლიდერის „სსგ აფხაზეთის“ მარცხი „ნახალოვკასთან“. აღნიშნულ შეხვედრაში 3 გოლით გამოირჩა ნიკოლოზ მაისურაძე. საბოლოო ანგარიში კი 3:2 დაფიქსირდა ნახალოვკელთა სასარგებლოდ. დანარჩენი შეხვედრები უხვგოლიანი და დაძაბულობით გამოირჩეოდა. XI ტურის შემდეგ, ცხრილში ლიდერი არ შეცვლილა, მაგრამ მათი მარცხით ისარგებლეს მდევრებმა და მათთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ნახალოვკის“ შემტევი ნიკოლოზ მაისურაძე. რაც შეეხება პირველ ლიგას, აქაც უმაღლესის მსგავსად, თამაშები სანახაობრივი და დაძბული გამოდგა. აღსანიშნავია ცხრილის ლიდერის „თ.ს სასამართლოსა“ და „ბასას“ შეხვერდა, სადაც კაცნაკლულმა ლიდერმა ურთულეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა „ბასა“. „ს.ფ.კ. ლოკომოტივმა“ 4:2 სძლია „თ.ს აკადემიას“. ამ თამაშში ლოკომოტივის შემტევი ვატო ისრაელიანი ჰეთ თრიკით გამოირჩა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ასევე, აღსანიშნავია “გლდანისა“ და „ტც მილანის“ დაპირისპირება, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ 2:2 დასრულდა. თავისი შეხვერდა მოიგო გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა - “დადიანმა“ და პოზიციები გაიმყარა. დანარჩენ შეხვერდებში სენსაცია არ ყოფილა და ფავორიტებმა დაგეგმილი ქულები მოიპოვეს. თბილისის პირველი და უმაღლესი ლიგის მორიგი ტურები 9-10 სექტემბერს გაიმართება. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“. თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|











epn.ge (@expressnews.ge)