|
2017-09-04 23:34:09, 2177 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: შემუშავებულია ძალიან კონკრეტული ხედვა
„შემუშავებულია ძალიან კონკრეტული ხედვა და ეს ხედვა იქნება ძალიან დეტალურად გაშლილი თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მიერ”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და თანაგუნდელს წარმატება უსურვა. მისივე თქმით, კახა კალაძემ ძირითადი გზავნილები შვიდი მიმართულებით წარმოადგინა და შვიდივე კომპლექსურად მოიცავს იმ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის. „ვიცით რომ დღეს, თბილისელებს აწუხებთ ქაოტური განაშენიანების პრობლემა, უსახური მშენებლობები, ზოგადად, ქალაქის ქაოტური განვითარება და ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ძალიან დახვეწილი გენგეგმით, რომელიც საბოლოდ დამუშავდება თბილისის მერიის მიერ და დამტკიცდება თბილისის საკრებულოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია მართვის პოლიტიკის სრულყოფა და ამ კუთხითაც ძალიან დეტალურად და ძალიან სწორად იყო წარმოდგენილი შესაბამისი ხედვები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა პროგრამული ხედვის ფარგლებში, შვიდი ძირითადი მიმართულება გამოყო. კერძოდ, ურბანული განვითარების პოლიტიკა; სატრანსპორტო პოლიტიკა; ეკოლოგიური პოლიტიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა. კახა კალაძის პროგრამული ხედვის პრეზენტაციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)