16:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 23:27:25, 2409 ნახვა

საზოგადოება
მამა გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე  განაჩენი დღეს გახდება ცნობილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ავრცელებს.

„დიდი იმედი მაქვს ხვალ იზეიმებს სამართლიანობა და სამართალი და მამა გიორგი მამალაძე გამართლდება! დასრულდეს უნდა ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანების დევნა! ხვალ 12:00-ზე გვეცოდინება პასუხი: გვაქვს თუ არა სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში!“,-წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გიორგი ფანცულაია.

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძეს ბრალად ედება ანგარების  მოტივით პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება  და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა.

 ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics