|
2017-09-04 06:31:21, 2585 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: უკრაინის ხელისუფლებას ჩემი ეშინია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის მთავრობამ საზღვარი გაამაგრა, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა და მავთულხლართები დაამაგრეს. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებას მისი ეშინია. "EPP-ის ხელმძღვანელობასთან მაქვს საუბარი ამ დღეების განმავლობაში. პირველ რიგში განხილვის თემაა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა. უკრაინაში მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პარტიის ხელმძღვანელი და ცდილობენ ჩამომაშორონ პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოში სიტუაცია ვითარდება ასევე ძალიან სწრაფად. ოლიგარქები ყველგან ჩვენი მტრები არიან. ახლა ოლიგარქები ყველგან არიან მორყეული და ამ მომენტის გაშვება არ შეიძლება არც ქართული ოპოზიციისთვის და არც ჩვენთვის - იმ ხალხისთვის, ვინც მე მხარს მიჭერს. უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში არ შევიდე. საზღვარი გაამაგრეს, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა, მავთულხლართები დაამაგრეს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა მსგავსი რამ და ეს აჩვენებს ერთ რამეს - მათ ჩემი ეშინიათ. ჩემი არშეშვება გაუჭირდებათ და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის. დავაკვირდებით მოვლენებს. ახლა ჩემი მთავარი მიზანია შესვლა, დაბრუნება, მოძრაობის სათავეში ჩადგომა და საქმის ბოლომდე მიყვანა", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)