|
2017-09-04 05:16:10, 2165 ნახვა
კომენტარი
კახეთის გუბერნატორი: ართანაში ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სოფელ ართანასთან ხანძრის ქრობის პროცესში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა მუშაობს. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ადგილზე მძიმე ტექნიკის აყვანა რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება. მისივე თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. "თუშეთის მიმართულებით სადაც სალიკვიდაციო სამუშაოები დიდი წარმატებით მიმდინარეობს დილიდან ჩავიტანეთ წყლის ავზი, უშუალოდ ცეცხლის არეალში. ეს ძალიან მოგვეხმარა ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში. დიდი რაოდენობით არის ცოცხალი ძალა შესული ართანაში. ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის იმიტომ, რომ ცეცხლი არის ციცაბო ადგილზე გაჩენილი და მეხანძრე-მაშველები ცეცხლის კერებთან უშუალო კავშირში არიან. გადასხმული დესანტის შედეგად საქმემ წინ წაიწია და ალპურ ზონაში ცეცხლი შეჩერებულია. ამიტომ, იქ ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა. რაც შეეხება ყვარლის ხანძარს, ქადაგიშვილის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ მუშაობას. "ყვარელში მაშველები ახალი ძალით მუშაობენ. იქაც გვაქვს ცეცხლის ლოკალიზება. მაშველები მუშაობენ იმისთვის, რომ რ დარჩეს სადმე ისეთი კერა, რომელიც ქარის ან სხვა პირობების შემთხვევაში გაღვივდეს", - დასძინა გუბერნატორმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)