|
2017-09-04 02:42:25, 2117 ნახვა
ეკონომიკა
შსს: აგვისტოში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში 27,4 %-ით მეტი ვიზიტი დაფიქსირდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აგვისტოს თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ, უწყების ცნობით, 2017 წლის აგვისტოს თვე 1 080 449 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 27,4 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 059 106 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,9%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 402 699-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%- ით მეტია. "ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოს თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 573 368 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 53,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 27,2%); ბ) ტრანზიტი - 274 878 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 28,5%); გ) სხვა - 232 203 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 26,4%). 2017 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+12%), რუსეთიდან (+28%), აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+42%), უკრაინიდან (+4%) და ირანიდან (+85%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა, იტალია და საბერძნეთი (შესაბამისად 32%, 31%, 29%, 20%, 17%, 16% და 14%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (110%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (31%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 27%-იანი ზრდა",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)