16:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-03 07:06:00, 2292 ნახვა

საზოგადოება
ართანისა და შილდას მიმდებარედ, ასევე მთა-თუშეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

თელავში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის თათბირი გაიმართა, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე და კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი  უძღვებოდნენ. თათბირზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და ხანძრის კერების ქრობის პროცესის მიმდინარეობა შეაფასეს. თათბირის მონაწილეებმა ცეცხლის ეფექტურად ლიკვიდაციის განახლებულ გეგმაზე იმსჯელეს.


შსს-ს ინფორმაციით, რთული რელიეფიდან გამომდინარე, ხანძრის უმოკლეს დროში ქრობის მიზნით, დღის განმავლობაში, ცეცხლის კერებთან, ვერტმფრენის მეშვეობით, მეხანძრე-მაშველების დამატებითი რაოდენობის მობილიზება მოხდა.


„ამ დროისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ვითარება კონტროლს ექვემდებარება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ახლომდებარე  ტყეში, სადაც ცოცხალი ძალა და საჰაერო ტექნიკა ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს.


უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მთა-თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ცოცხალი ძალა და შსს-ს ვერტმფრენი ცეცხლის ლოკალიზებას ერთობლივი ძალებით ცდილობენ“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics