16:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-03 03:06:16, 2421 ნახვა

საზოგადოება
სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, მათ შორის, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენი.

ამ დროისათვის, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

"ათეულობით მეხანძრე–მაშველი ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან და მთა–თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. რთული რელიეფის გამო, ორივე ლოკაციაზე, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია - საქართველოს 2 და ირანის კუთვნილი 2 ვერტმფრენი",-განმარტავენ შსს-ში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics