|
2017-09-01 10:35:10, 2295 ნახვა
კომენტარი
ზვიად გუბელაძე: დაცვის მხარე და ბრალდებული არაერთ ტყუილს კადრულობენ
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მამა გიორგი მამალაძეს დამნაშავედ სცნობს როგორც ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვაში. მისივე თქმით, ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში მამა გიორგი მამალაძის მხრიდან კიდევ ერთი „მტკნარი სიცრუე“ მოისმინეს. „ამტკიცებდა, თითქოს თეთრუაშვილთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და მის მკვლელობას არ განიძრახავდა. თითქოს, დაკითხვისას მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა გამომძიებლების მხრიდან. დაკითხვას ესწრებოდა სამი ადვოკატი და დაკითხვის ოქმზე შენიშვნა, რომ ზეწოლა იყო, არც ერთს დაუფიქსირებია. ასევე არსებობს დაკითხვის ამსახველი სრული აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, სადაც არანაირი ზეწოლა არ ფიქსირდება. დაცვის მხარე და ბრალდებული ცდილობენ თავი ყოველთვის წარმოაჩინონ მსხვერპლის როლში და ამიტომ ისინი არაერთ ტყუილს კადრულობენ“, - აღნიშნა გუბელაძემ. შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდაა გასული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს. ის მხარეებს აღნიშნულის თაობაზე თანაშემწის მეშვეობით შეატყობინებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)