|
2017-09-01 10:16:16, 2386 ნახვა
კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: გამამტყუნებელი განაჩენით თვითონ ეკლესიაც დიდი საფრთხის წინაშე დადგება
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის შეფასებით, მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, მოსამართლე სრულად დამოუკიდებელი იქნება და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. ადვოკატის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენი კატასტროფა იქნება არა მხოლოდ მამა გიორგი მამალაძისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის. „რადგან მაშინ, ამ ქვეყანაში სამართალი აღარ იარსებებს“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. მისივე განმარტებით, მამა გიორგი მამალაძე საბოლოო სიტყვაში მიუხედავად იმისა რომ ბრალდებულია, საუბრობდა, როგორც ჩამოყალიბებული, დახვეწილი სულიერი მოძღვარი, რომელიც არათუ თავს იცავდა, არამედ ქადაგებდა სიმართლეზე. „ქადაგებდა თუ რა არის სიმართლე და რატომაა უდანაშაულო და რატომ უნდა მიიღოს მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენის გადაწყვეტილება. ამ უკანონობით არა მარტო მას მიადგება პირადად ზიანი, არამედ თვით ეკლესიაც დიდი საფრთხის წინაშე დადგება“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)