16:35 - 28 May, 2026
|
2017-09-01 04:36:24, 2034 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 5 წლის ბავშვი
შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფოთსა და ურეკში, 12 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე. გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 5 წლის ბიჭი, ყველაზე ასაკოვანი კი, 73 წლის მამაკაცი იყო. შავი ზღვის სანაპიროზე, გუშინ, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. შსს-ს მაშველები მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები იყოაღმართული. ამ დროისთვის, საშტორმო მდგომარეობა მოხსნილია. შესაბამისად, ყველა საგუშაგოზე აღმართულია თეთრი ალმები.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)