|
2017-09-01 02:00:13, 2343 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება
ბათუმში კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest იწყება. ფესტივალი წელს UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება და ის ერთი კვირის განმავლობაში, 2 სექტემრბიდან 8 სექტებრამდე გაგრძელდება. წლევანდელ Batumi Music Fest-ს ახალი პროექტი „არტ კემპი" დაემატება. „არტ კემპის" ფარგლებში, საქართველოს ცნობილი ფრანგი პროფესორი, მიშელ სონი ეწვევა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს. მუსიკალურ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 350-მდე ბავშვს ექნება. მიშელ სონი ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორია. მისი დაწერილი ეტიუდები მოსწავლის კრეატიული წარმოსახვისა და ტექნიკური თავისუფლების განსავითარებლად არის შექმნილი. მიშელ სონის მიდგომის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებისთვის ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოს. 7 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისო ფონდი „SOS Talents"-ი ახალგაზრდა პიანისტებისთვის ერთდღიან კონკურსს ჩაატარებს. კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ და საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას. „ფესტივალი წელს იუნესკოს პატრონაჟით ტარდება, რაც იმის დასტურია, რომ ფესტივალს მხოლოდ კომერციული დატვირთვა არ აქვს და იმ ღირებულებებს ემსახურება, რასაც აღზრდა, განათლება და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჰქვია. იუნესკოს ჩართულობა ფესტივალში თავისთავად უკვე დიდი მიღწევაა და ბათუმის ფესტივალის ცნობადობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. წელს ფესტივალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - მუსიკალური ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობას 350 ბავშვი მიიღებს. გვიხარია, რომ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდა, ნიჭიერ პიანისტებს შეეძლებათ", - აცხადებს ელისო ბოლქვაძე. ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას" ორგანიზებით იმართება. პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.
(R)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)