09:43 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 12:38:51, 547 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: პროკურატურა დღევანდელი დემოკრატიის „აქილევსის ქუსლია“, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილს

„დღევანდელი დემოკრატიის „აქილევსის ქუსლი“ არის პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ემორჩლება დე-ფაქტო პრემიერს ივანიშვილს“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“  ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს განცდა იმის,რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის და წესრიგისთვის უფრო მეტია  გასაკეთებელი.

„აშკარაა საზოაგადოებას აქვს განცდა, რომ მეტია გასაკეთებელი იმისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი  იყოს უზრუნველყოფილი. ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში უნდა გამოიხატოს რესურსების გამოყოფაში პოლიციასა და შს სამინისტროს მიმართ. ასევე ბუნებრივია, აუცილებელია, პროფესიონალი კადრები იყვნენ დანიშნული კონკრეტულად იმ თანამდებობაზე, ვინც პასუხიმგებელია საზოგადოების უსაფრთხოებაზე.  ჩვენი დღვანდელი  დემოკრატიის კონსოლიდაციის „აქილევსის ქუსლი“ არის პროკურატურა, რომელიც პირდაპირ არის დამორჩილებული  დე-ფაქტო პრემიერის ივანიშვილის ნებას“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

ამასთან, ალასანიამ თავი შეიკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ  გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკის შეფასებისგან და აღნიშნა, რომ  სამართალდაცვითი სისტემის რეფორმის აუცილებლობაა საჭირო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics