|
2015-04-27 12:37:32, 551 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი Wings for Life World Run-ს ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდით შეუერთდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მონაწილეთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მარათონში „ფრთები სიცოცხლისთვის მსოფლიო რბენა“ წელს 501 რეესტრელი ჩაერთო, რაც მსოფლიოს 35 ქვეყნის 2612 გუნდს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ღირებულებაა და ამ ღირებულებას სააგენტო გუნდური პრინციპით იცავს. რეესტრელებისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს გუნდურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა სამაგალითო, რაც წელს სიის სათავეში ყოფნითაც დადასტურდა. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდება“, - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. სააგენტო მარათონში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შარშანდელ ღონისძიებაზე ყველაზე ორგანიზებულ და მოტივირებულ გუნდად დასახელდა. მარათონი წელს მესამე ტარდება. იგი მსოფლიოს 35 ქვეყანაში ერთდროულად, საქართველოს დროით 2 საათზე დაიწყება. ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო ფონდი wings for life-ია, რომლის საქმიანობაც ერთადერთ მიზანს - ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის დაფინანსებას ისახავს. ფონდის ძირითადი შემოსავალი სწორედ ეს მარათონია. გასულ წელს საქართველოდან დარეგისტრირებული მონაწილეების ლიმიტი 3000-ს შეადგენდა, წელს კი ქართველი მონაწილეების აქტიურობა იმდენად მაღალი იყო, რომ რეგისტრაციის დასრულებიდან 12 დღით ადრე, ეს ლიმიტი სრულად ამოიწურა, რის გამოც ორგანიზატორებმა რიცხვი 4000-მდე გაზარდეს, თუმცა დამატებული 1000 ადგილიც 3 საათში შეივსო. საქართველოში მარათონზე დარეგისტრირება 20 ლარი ღირს. ეს თანხა მთლიანად ფონდ Wings for Life Spinal Cord Research Foundation-ის ანგარიშზე ირიცხება.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)