|
2015-04-27 11:29:30, 900 ნახვა
სამართალი
ლევან იზორია გურჯაანში მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ საუბრობს
შინაგნა საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია რამდენიმე დღის წინ გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს. თუმცა, როგორც იზორიამ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება დამნაშავის გამოსავლენად ინტენსიურად მიმდინარეობს და საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდეგ შედეგები აუცილებლად ეცნობება. „მოგეხსენებათ, კონკრეტული ფაქტის ან ინფორმაციის საფუძველზე პროცესუალურად ვართ უფლებამოსილი დავიწყოთ გამოძიება. ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა. სისხლის სამართლის კოდექსით ითვალისწინებს შესაბამისი ფაქტის მიმართ კვალიფიკაციას და დაიწყო გამოძიება. მიმდინარეობს პროცესი და როგორც კი იქნება დამატებითი ინფორმაციები და მტკიცებულებები, საზოგადოება გაიგებს ამ გამოძიების შედეგებს. არ მაქვს უფლებამოსილება, გავაჟღერო დეტალები საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოებს და შემდეგ მექნება უფლება მოგაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იზორიამ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა გურჯანიის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს წიწილიანი კვერცხები ესროლეს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)