16:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-28 01:31:14, 2314 ნახვა

საზოგადოება
მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი  „მი-8“ ტიპის  ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც.

შეგახსენებთ, ვერტმფრენმა წყალზე ავარიული დაშვება გუშინ განახორციელა. 

„შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო - სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 
 

პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა“,-განმარტავენ შსს-ში.


პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ და  კლინიკიდან გუშინვე გაწერეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics