16:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 09:19:38, 2457 ნახვა

საზოგადოება
სამხედროები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მინისტრთან ერთად აწარმოებენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის რამდენიმე კერა აღმოფხვრეს. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლდიმერ ჩაჩიბაია უშუალოდ მონაწილეობდნენ.

"გეგმის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეები მეორე და მეცხრე სექტორზე გადანაწილდნენ. ჯარისკაცებმა გარკვეულ უბნებზე ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს, რითიც ხანძრის გავრცელების რისკი თავიდან იქნა აცილებული. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჯარისკაცები საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ლიკვიდირებულ ხანძრის კერებზე სამხედროთა გარკვეული რაოდენობა დარჩება, სადაც ჯარისკაცები პატრულირებას განახორციელებენ ცეცხლის კერების აღმოცენების პრევენციის მიზნით.

ამ მომენტისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ხანძრის კერების დამუშავების პროცესში კვლავ აქტიურად მონაწილეობენ. ჯარისკაცები ხანძრის კერების დამუშავებას განაგრძობენ და ადგილზე რჩებიან. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალები საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით დღეს დილიდან ჩაერთვნენ",-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics