|
2017-08-24 07:52:48, 2488 ნახვა
კომენტარი
ალავიძე: სიტუცია დამაიმედებელია, ქარმა თუ არ შეგვიშალა, ხანძარი ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ამჟამინდელი სიტუაცია დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მისივე თქმით, თუ ქარი პრობლემას არ შექმნის, ხვალისთვის ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი იქნება ლოკალიზებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შტაბს აქვს ზუსტად მონიშნული ხანძრის კერები, რომელთაც ვერტმფრენები ამუშავებენ. "ბოლო ინფორმაცია დამაიმედებელია. სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს. ბოლო დღეების განმავლობაში, რაც აქ ვიმყოფებით, 15-დან 18 საათამდე ქარი ძლიერდება ხოლმე, რაც ცეცხლს აღვივებს, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, როგორც ამჟამად არის, ვფიქრობ, რომ ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება. ჩვენ ასევე რკალი გვაქვს შემოვლებული ხანძრის კერებისთვის, რათა არ მოხდეს ცეცხლის ჯანსაღ ტყეზე გაღვივება", - განაცხადა ალავიძემ. ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ტექნიკა, რომლითაც უწევთ მუშაობა ბორჯომის ხეობაში საკმარისია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)