|
2018-05-01 16:55:16, 1039 ნახვა
სამართალი
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წალკის ბაზას მოსწავლეები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წალკის განყოფილების ბაზაზე ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლეს. ვიზიტი სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, პროექტის - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. მოსწავლეებმა ბაზის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები და სპორტული დარბაზი დაათვალიერეს. სტუმრებისთვის ბაზის ტერიტორიაზე მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის სპეციალური ტრანსპორტი და ტექნიკა, სამთო და სამხედრო აღჭურვილობა და სამედიცინო ინვენტარი. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს დეპარტამენტის დანიშნულება და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. ვიზიტის დასასრულს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მოზარდებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება დანაშაულის პრევენციის, მართლწესრიგის და უსაფრთხოების შესახებ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)