|
2017-08-18 14:25:06, 1097 ნახვა
რეგიონი
ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში" 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადასცა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინების მიღება მოსახლეობას ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად მიულოცა. ,,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მოსახლეობას. დაახლოებით ერთი წლის უკან საარჩევნო პერიოდი იყო, როცა ჩვენ ვიმყოფებოდით ამ ლოკაციაში, ზუსტად ამ ადგილას და ვაკვირდებოდით, თუ როგორ მიმდინარეობდა მშენებლობა. ფაქტობრივად, გასულია ერთი წელი და ახლა უკვე სულ სხვა მისიით ვართ აქ. გვავს საშუალება, რომ 58 ეკომიგრანტ ოჯახს გადავცეთ ბინები. გრძელდება მუშაობა. სოციალური პროექტები, რომლებიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ახლახანს მოსახლეობას ბინები კაპრეშუმში გადავეცით. მინდა გავიხსენო ვაშლოვანის პროექტიც. უშუალოდ ამ პროექტში 3 მილიონ ლარამდეა დახარჯული და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ჩვენი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ",- განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ცნობისთვის, თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალური სახლი" 10 სართულიანია. შენობაში სულ 58 ბინა განთავსდა. შენობაში წყლისა, გათბობისა და ელექტროსისტემები მოეწყო. მშენებლობის პროცესში ჯამში 400 ადამიანი დასაქმდა. მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარით დაფინანსდა. „სოციალური სახლის" მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდა. ეკომიგრანტ ოჯახებზე ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით იქნა გადაცემული. ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და დეპუტატები ესწრებოდნენ. 2013 წლიდან დღემდე აჭარაში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 447 ოჯახი, აჭარის მთავრობის პროგრამით, 2016 წლიდან დღემდე სულ 150 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე 2013 წლიდან სულ 11 სოციალური სახლის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა. (NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)