|
2017-08-17 15:09:14, 2280 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე: თამარ მეარაყიშვილის დაკავება ეს არის საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის გამოვლინება
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას აფასებს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, მეარაყიშვილი გამორჩეული მოქალაქეა და ეს ქმედება სულ მცირე, არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. "აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვიცით მისი სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, ის არის გამორჩეული მოქალაქე და ეს ქმედება სულ მცირე, არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, აქტივისტზე ზეწოლა და რაც მთავარია, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის ერთ-ერთი გამოვლინება. იქნება ეს ეთნიკური წმენდა, ქართველების ჩაგვრა, ქართული ენის სწავლების აკრძალვა, ჩვენი აქტივისტების თუ მოქალაქეების გატაცება, - ეს ყველაფერი არის ოკუპაციური რეჟიმის სახის გამოვლინებები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ დავგმოთ ეს ფაქტი, საერთშორისო საზოგადოებამ დაგმოს აქტიურად ეს ქმედება, რაც მთვარია, ჩვენ ყველამ ვიზრუნოთ, რათა ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს შესაბამისად დაცული",- განაცხადა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გუშინ დააკავეს. ახლა ის სახლში იმყოფება, თუმცა მეარაყიშვილი ე.წ. პროკურატურაშია დაბარებული, ის დაკითხვაზე ხვალ უნდა გამოცხადდეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)