|
2017-08-15 19:48:52, 2135 ნახვა
საზოგადოება
ვასილ ხორავა „რკინიგზის“ 2 გაფიცულ თანამშრომელს მოუწოდებს, სამუშაოს დაუბდრუნდნენ და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ აჰყვნენ
საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორმა ვასილ ხორავამ მედიის წარმომადგენლებთან „რკინიგზის შენობასთან“ სამუშაო პირობების ცვლილებების გამო ორ უკმაყოფილო რკინიგზელთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა. როგორც ხორავამ აღნიშნა, ის აბსოლუტურად არ ეთანხმება "საქართველოს რკინიგზის" ორ გაფიცულ თანამშრომელს იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოფილი არ არის. ინფრასტრუქტურის დირექტორის განმარტებით, სამუშაო პირობები აბსოლუტურად უზრუნველყოფილია, რომ „რკინიგზელებმა“ მუშაობის შემდგომ დაისვენონ, ჰქონდეთ კვებისთვის გამოყოფილი ოთახი, აბაზანა და ტელევიზორი. „აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები ჩემს თანამშრომლებს იმ საკითხში, რომ მათი საცხოვრებელი პირობები აქ არ არის უზრუნველყოფილი. საცხოვრებელი პირობები არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ ადამიანი მუშაობის პერიოდის შემდგომ განთავსდეს, დაისვენოს, კვებისთვის სამყოფი ოთახი, ტელევიზორი, აბაზანა და სხვა პირობები ჰქონდეს“,-განაცხადა ვასილ ხორავამ. ხორავამ ორი გაფიცული თანამშრომლის ბრალდებასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ყოველ დღე მოუწევთ თბილისიდან მარნეულში ტრანსპორტირება. ხორავას თქმით, აღნიშნული განცხადება აზრს მოკლებულია. მისივე განმარტებით, მათ არავინ ავალდებულებს, თბილისიდან ყოველ დღე იარონ. „რაც შეეხება მათ განცხადებას, რომ ხელფასი არ ჰყოფნით და თბილისიდან უნდა იარონ, ეს არის აბსოლუტურად აზრს მოკლებული. იმიტომ რომ მათი სამუშაო ადგილი არის განპირობებული აქ, მოწყობილია მათთვის ყველა ის პირობა, რომ მათ აქ უნდა იცხოვრონ, აქ უნდა იმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში არსებობს სპეციალური ტრანსპორტირების ავტობუსი რითაც ისინი გადაადგილდებიან ამა თუ იმ კონკრეტული დავალების განსახორციელებლად. მათ არავინ არ ვალდებულებს, რომ ყოველ დღე უნდა იარონ თბილისიდან. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ „რკინიგზაზე“ ასობით ადამიანი არის ასეთ პირობებში, რომელიც ამ პრინციპითაა დასაქმებული. ესენი ემსახურებიან ე.წ. ცენტრებს, რომლებიც არის განთავსებული რაიონების მიხედვით და ასევე ემსახურებიან „საქართველოს რკინიგზას“, რომელიც არის სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული“,-განაცხადა ხორავამ. ჟურნალისტის კითხვაზე - რა ზომებს მიიღებს „საქართველოს რკინიგზა“ თუ პროტესტი გაგრძელდება „მათი პროტესტი აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, ვინაიდან ისინი ოფიციალურად არიან „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები. მას შემდგომ რაც დაიწყეს სამსახურის გაცდენა გაეგზავნათ ოფიცილური შეტყობინება იმასთან დაკავშირებით თუ რა ღონისძიება გატარდებოდა. გარდა ამისა, ვასილ ხორავა გაფიცული თანამშრომლების განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მათი თქმით, ხელმწერილ დოკუმენტში სამსახურის ადგილმონაცვლეობაზე საუბარი არ ყოფილა. „ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ადგილმდებარეობას ხელშეკრულება და ზოგადად ბრძანება არ განსაზღვრავს. ბრძანება განსაზღვრული იყო მას შემდგომ რაც შეიქმნა ცენტრი და მათ მიეთითათ, რომ მოუწევდათ ამ ცენტრთან ერთად მუშაობა. მათი საქმეა დეფექტოსკოპიის სამსახური, რომელიც კონკრეტულ განხორციელებულ სამუშაოებს უწევს ე.წ. მონიტორინგს. ეს მათ ძალიან კარგად იცოდნენ, ისინი არ იყვნენ დამწყები „რკინიგზელები“ და კარგად უნდა გაეთავისებინათ ის მდგომარეობა თუ რა ადგილზე მოუწევდათ მათ მუშაობა. რაც მათ დაადასტურეს ხელის მოწერით, თუმცა მას შემდგომ რაც მიუვიდათ ბრძანებები. ბრძანებას ხელი არ მოაწერეს და მიმართავენ იმ ფორმას, რასაც დღეს მიმართავენ. ისინი ამით ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებენ არამარტო „საქართველოს რკინიგზას“ , არამედ თავიანთ კოლეგებს. ისინი არიან ჩვენი „რკინიგზელები“ მოვუწოდებ, რომ დაუბდრუნდნენ სამუშაო ადგილებს და ნუ იქნებიან გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აყოლილი ამ ბოლო პერიოდში როდესაც მოახლოებულია არჩევნები“,-განაცხადა ხორავამ და დასძინა, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ დეპარტამენტის ხელმძღვანელს პირებს და დაბრუნდნენ სამსახურში. ისინი არიან „რკინიგზელები“, მათ არ სჭირდებათ შუამავლები, ნებისმიერ კითხვას, რომელსაც დასვამენ და ის არ იქნება მიმართული, პოლიტიკური თამაშებისთვის, ჩვენ გავითვალისწინებთ“, - დასძინა ვასილ ხორავამ. (NS)
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)