2017-08-14 15:29:31, 2360 ნახვა
საზოგადოება
თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მრავალბინიან კორპუსებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 111 მისამართზე მიმდინარეობს.
4 მისამართზე ავარიული კორპუსების გამაგრება, 19 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეკეთება, 39 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია, 8 ობიექტზე სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, 21 მისამართზე წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 9 ობიექტზე წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია და სხვა სამუშაოები ხორციელდება.
მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 210 მისამართზე უკვე დასრულდა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან