|
2017-08-14 11:12:52, 2296 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
ლევან იზორია ავღანეთში დაღუპული მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლებსა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შვიდობისმყოფელებისთვის თანადგომის გამოსახატად და გასამხნევებლად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად გაემგზავრა. ვიზიტი საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ინიციატივით შედგა. ქართველი სამხედროების მონახულებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან გენერალ ჯონ ნიკოლსონთან და ჰამიდ ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურთან, გენერალ მურად სელჩუკთან შეხვედრები გამართეს. გენერალმა ნიკოლსონმა ქართული კონტინგენტის მიმართ უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ჯარისკაცები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და სამაგალითოები არიან, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებს შორის. ქაბულში ვიზიტის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაემგზავრა. სტუმრებს აეროპორტში ბაზის მეთაური, გენერალი ჯონ ტომსონი დახვდა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ბატალიონის მეთაურისგან, ვიცე-პოლკოვნიკ ბექა ამბროლაძისგან II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის საქმიანობისა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვეს და მის თანამებრძოლებს თანადგომა გამოუცხადეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მოგვიანებით უწყების ხელმძღვანელმა პირებმა II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მშვიდობისმყოფელები, კაპრალი გელა ხელაძე და კაპრალი გოდერძი ხარშილაძე მედლებით „საბრძოლო იარისთვის", ხოლო ლეიტენანტი შოთა ქვრივიშვილი და კაპრალი გოდერძი ხარშილაძე სამკერდე ნიშნით „მებრძოლი ქვეითი ჯარისკაცი“ დააჯილდოვეს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ კი, თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის სახელით საჩუქრები გადასცა. დღის ბოლოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში გადაინაცვლეს, სადაც ისინი 23-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სესიაშვილმა დალოცა. (NS)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)