|
2017-08-12 14:53:32, 3180 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი პოროშენკოს: დაგავიწყდა ვინ ვარ? მე დიდი სახელი მაქვს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, - ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თუ უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეობას არ დაუბრუნებს, "მათ სეირს უჩვენებს". "თუ უკრაინაში მიშვებენ - ეს ერთი ისტორიაა. თუ წინააღმდეგობებს შემიქმნიან - ეს უკვე მათი საქმე არ არის, რადგან მაქსიმუმს გავაკეთებ. მათ სეირს ვანახებ", - განაცხადა სააკაშვილმა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მან ყველაფერი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უკვე აცნობა. "მივწერე პოროშენკოს - შენ ალბად დაგავიწყდა მე ვინ ვარ-თქო. ბევრი ენერგია მაქვს, ბევრი კავშირები და დიდი სახელი. ამ ყველაფერს გამოვიყენებ კონკრეტული მიზნების მისაღწევად თქვენი ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უნგრეთში უმცროს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად იმყოფება. პარალელურად პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" უკრაინის საზღვარზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახვედრად ემზადება, რათა მისი უკრაინაში შესვლა უზრუნველყონ. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს დაკარგა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)