|
2017-08-11 15:53:44, 2953 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები გირაოთი გაათავისუფლა
გორის რაიონულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ხახუბიას ვაჟის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდებული ორი პატრულ ინსპექტორი და მათი მეთაური 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე პოლიციელის მიმართ 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. საქმის არსებითი განხილვა 2 ოქტომბერს ჩაინიშნა. ცნობისთვის, გამოძიება პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია 17 მაისს გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)