|
2017-08-11 12:10:06, 2676 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ნიუ-იორკში, გაერო-ს სათავო ოფისში გამართა ღონისძიება სახელწოდებით - „Roundtable on the human rights and security related developments in Abkhazia, Georgia and Tskhinvali Region/South Ossetia, Georgia". ღონისძიების ფარგლებში გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ დამსწრეებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. განხილვების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ხსენებული რეგიონების მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევებზე. კერძოდ, შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის და საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსახლეობის გადაადგილების უფლებას. აქვე აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა. მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ძალისხმევისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ. ღონისძიებას, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა, ესწრებოდნენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის დელეგაციისა და გაერო-ს სისტემის წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების მხრიდან გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)