14:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 18:09:02, 2330 ნახვა

საზოგადოება
აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 11 აგვისტოს იწურება

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის სისტემის მეშვეობით, აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ, რეალური არჩევნის გაკეთების საშუალება ეძლევათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  11 აგვისტოს, 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეეძლებათ, დაამატონ, წაშალონ, ან შეცვალონ ფაკულტეტები.

აბიტურიენტებმა ცვლილებები ელექტრონულად (online.naec.ge ან http://www.naec.gov.ge) უნდა შეიტანონ.   ყველა ცვლილება მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუდასტურდეთ. თუ აბიტურიენტი ასეთ დადასტურებას ვერ მიიღებს, სავარაუდოდ, ეს პროცესი დასრულებული არ აქვს (მაგ.; არ დააჭირა შენახვის ღილაკს).

ელექტრონულ განაცხადში მისათითებელი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა

შეზღუდული აღარ არის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება.

11 აგვისტოს, 18:00 საათზე   აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც შეწყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics