|
2017-08-10 14:08:28, 2765 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ოპოზიციამ უნდა გვითხრას, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, მმართველი გუნდის და ოპოზიციის ჯანი ბუკიკიოსთან დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა. ჟურნალისტის კითხვაზე, ამ შეხვედრაზე რა პოზიციის დასათმობად არის ხელისუფლება მზად, კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან ელოდება შემოთავაზებებს და ეს შემოთავაზებები აუცილებლად უნდა იყოს საფუძვლიანი. „ფორმატთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. რაც შეეხება ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება შევიდეს საკონსტიტუციო პროექტში, ეს არის პირველ რიგში დამოკიდებული იმ მოთხოვნებზე, რომელიც უნდა დააყენოს ოპოზიციამ. ჩვენ რა თქმა უნდა ველით მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან. მათ უნდა შემოგვთავაზონ თავიანთი ინიციატივები და ამის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენ ჩვენი პოზიციების ჩამოყალიბება. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რას ითხოვს ოპოზიცია. დოკუმენტი ჩვენი მხრიდან არის შემუშავებული, მიღებული ორი მოსმენით, ახლა ჯერი სწორედ ოპოზიციაზეა. მათ უნდა წამოაყენონ თავიანთი მოთხოვნები იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ოპოზიციამ უნდა გვითხრას ჩვენ, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ცვლილებებს და არა შემთხვევაში არა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)