|
2017-08-10 14:05:28, 2798 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აშშ-ის მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, განცხადება, რომელიც დეპარტამენტის მხრიდან გაკეთდა, საქართველოს მიმართ აშშ-ის ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და მეგობრები მყარი მხარდაჭერა. ის განცხადებაც არის ბუნებრივია ამერიკის ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე გენერალ ხრულოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ოფიციალური მოსკოვი 9 წლის წინ მზად იყო თბილისის ასაღებად. ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა ეს იმის აღიარება, რომ კრემლი საქართველოზე პირდაპირ შეტევას აპირებდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერის შედეგია, რომ საქართველომ უფრო მძიმე შედეგები არ მიიღო. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ჰქონდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან და სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგი იყო ის რომ პროცესები ისეთი სახით დამთავრდა, როგორც დამთავრდა. ჩვენ არ მივიღეთ უფრო მძიმე შედეგები. ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერის შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)