|
2017-08-09 21:30:35, 1406 ნახვა
სპეციალური ანონსი
10 აგვისტოს ანონსი
10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:00 საათზე, ზესტაფონში ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 12:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში", საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. 13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე, სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფთან და შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს ხელმძღვანელობასთან ერთად, ქალაქის ნარჩენების პოლიგონზე კომპანია „დაგის“ მიერ მიმდინარე სამშენებლო და საკონსერვაციო სამუშაოებს ადგილზე დააკვირდება. 15:00 საათზე, ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, უმცროს სერჟანტ მდინარი ბებიაშვილს ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში დაკრძალავენ. 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი თანამედროვე მექსიკელი არტისტის, როჯერ ვონ გუნტენის გამოფენას ,,ედემი’’ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში უმასპინძლებს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)