|
2017-08-08 18:58:59, 2744 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პუტინის პირველი კომენტარი ბიჭვინთაში - „რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის დაცვას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ რეგიონში განაცხადა, სადაც ის დღეს ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო Tass-ი ავრცელებს. "ჩვენ ბევრი სალაპარაკო გვაქვს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები გაგვაჩნია. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას და ასევე დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დე-ფაქტო პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დაწყებამდე. გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ აფხაზეთმა ეკონომიკის განვითარების ყველაზე ოპტიმალური გზები უნდა გამონახოს და დასძინა, რომ სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი. ცნობისთვის, რაულ ხაჯიმბას და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება. ეს ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის რიგით მე-4 ვიზიტია. მანამდე ის რეგიონს 2009, 2011 და 2013 წლებში სტუმრობდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)