2017-08-08 12:47:51, 2610 ნახვა
საზოგადოება
„ინტერ რაო“ საქართველოს მთავრობისგან 175 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს
რუსულმა კომპანია „ინტერ რაომ" საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა.
კომპანია საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის უჩივის, რომ მას ელექტოენერგიის ფასის გაზრდა აეკრძალა. სარჩელის მიხედვით, "ინტერ-რაო" კომპენსაციის სახით საქართველოს მთავრობისგან 175 მილიონ დოლარს ითხოვს.
კომპანიის იურისტები აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების შედეგად „ინტერ-რაოს“ სურდა საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდა, თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ამის საშუალება არ მისცა.
სარჩელი ლონდონში, მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების ცენტრში შევიდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან