|
2017-08-08 10:47:30, 2607 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს დღეები აღარ განმეორდეს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „2008 წლის აგვისტოში საქართველომ და ყველა ქართველმა ურთულესი დღეები გაიარა. ჩვენი გმირები შეეწირნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამშობლოს დაცვას და ისინი უთანასწორო ბრძოლაში, ფართომასშტაბიანი აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ. საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური კორპუსი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და მობილიზებით შესაძლებელი გახდეს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება. ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა გვქონდა გასული წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო ფორმატში ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით, აქტიური დიპლომატიური ქმედებებით აუცილებლად შევძლებთ სამართლიანობის აღდგენას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)