03:11 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-07 15:00:51, 2411 ნახვა

სამართალი
შსს-მ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმუხურში, ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები: „ლიზერგიდი“, „მეტადონი“, „მდმა“ და მარიხუანა ამოიღეს.

 „შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.რ.-ს მარიხუანის, „მდმა“-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით).

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics