|
2017-08-04 18:19:48, 2568 ნახვა
საზოგადოება
კვერცხის 60 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევისას დარღვევა არცერთში გამოვლინდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის მწარმოებელ-დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორების, მათ შორის, მეფრინველეობის ფერმებისა და კვერცხის მწარმოებლების,შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მეფრინველეობის ფერმებსა და კვერცხის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთა ნ81 შემოწმება(ინსპექტირება,დოკუმენტური შემოწმება,გადამოწმება) ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია კვერცხის 60 ნიმუში, საიდანაც დარღვევა არცერთში გამოვლინდა. ფრინველის კვერცხი ერთ-ერთი ფართოდ მოხმარებადი სასურსათო პროდუქტია. საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 550 მლნ ცალ სასურსათო კვერცხს მოიხმარს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში წარმოებული ფრინველის კვერცხი სრულად აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. 2016 წლის მონაცემით, საქართველოში 590 მლნ კვერცხი იქნა წარმოებული. შესაბამისად, ქვეყანაში კვერცხის იმპორტის რაოდენობა მინიმალურია (გარდა ინკუბირებისთვის შემოტანილი კვერცხისა). 2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი განისაზღვრა, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი. მეფრინველეობასა და კვერცხის წარმოებაში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 6 შეუსაბამობა, რომელიც ეტიკეტირების წესის დარღვევას უკავშირდება. მიმდინარე წელს დაგეგმილია კვერცხის 245 ნიმუშის სხვადასხვა მაჩვენებლებზე კვლევა. (NS)
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)