|
2017-08-03 10:46:52, 2458 ნახვა
სამართალი
გამოცდილების გაზიარების მიზნით, შს სამინისტროს ინდონეზიელი პოლიციელები ეწვივნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდონეზიის რესპუბლიკის პოლიციის ეროვნული საბჭოს მდივანი, ბექტო სუპრაპტო, დელეგაციასთან ერთად, პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა. სამინსიტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხუციშვილი ინდონეზიის დელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე, დაგეგმილ პროექტებსა და სიახლეებზე დეტალურად ესაუბრა. მან ინდონეზიელი კოლეგების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს შსს-ში განხორციელებული რეფორმები და საკუთარ საპოლიციო სისტემაში მათი დანერგვის სურვილი გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს შსს-ს აკადემიაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში, ერთობლივი ოპერაციების ცენტრში და ქართველი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკის ადგილზე გაეცნენ. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების გაცნობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციურ დონეზე.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)