|
2017-08-02 22:38:19, 3102 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტი, იმდენად უნდა სცემდეს პატივს თავისი ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს
„როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით, მოქალაქეობის თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, იმდენად უნდა სცემდეს პატივს თავისი ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს. „ალბათ, იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა დაპირისპირებული ვყოფილიყავი პრეზიდენტ სააკაშვილთან. მერე ყველას, ვისაც 10 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, სააკაშვილის კრიტიკით არის დაკავებული. მე არ ვაკრიტიკებ სააკაშვილს და არ ვარ შესული მასთან პოლემიკაში, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყენამ მომავლით უნდა იცხოვროს. ერთი გამონაკლისი იყო, როდესაც სააკაშვილმა დათმო საქართველოს მოქალაქეობა და ეს არ მომეწონა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა, არ მომეწონა და მაშინვე ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, უნდა იმდენად პატივს სცემდეს თავის ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)