|
2017-08-02 20:17:10, 2677 ნახვა
სამართალი
ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამის შესახებ სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული: „წარდგენილი ბრალის თანახმად, სამივე ბრალდებულს ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა ედებათ. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები, სისტემატიურად ხვდებოდნენ ერთ-ერთი შპს-ს დირექტორს ზ. ჩ.-ს, რომელსაც მუქარითა და დაშინებით სთხოვდნენ კანონიერი ქურდების სასარგებლოდ 20 000 ლარის გადახდას. სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და სასამართლოში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შემდგომ მიიჩნია, რომ საქმეზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სხვადასხვა ინტენსივობით არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო მიზნების აღსრულების საზიანო ზემოქმედების მოხდენის, ასევე, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეები. გამოძიების საწყის ეტაპზე, ხსენებული საფრთხეების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლომ ამ საფრთხეების აღსაკვეთად მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება“, - ნათქვამია განაცხადებაში. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 21 სექტემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)