|
2017-08-02 13:00:21, 2096 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს
გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული არსებითი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე განიხილეს, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კომისიამ სამი თემატური ჯგუფის შექმნის შესახებ იმსჯელა, რომელთა მუშაობაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. როგორც კომისიის თანათავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, თემატური ჯგუფების შექმნა შესაბამისობაშია იმ მთავარ სეგმენტებსა და სამოქმედო გეგმების შესრულებასთან, რაც კომისიის მანდატშია. „საუბარია სამოქმედო გეგმებზე - გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე - გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის ვალდებულებების რეალიზაციაზე", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის მანდატით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უწყებების კოორდინირებულ მუშაობას. „მნიშვნელოვანია, უწყებებმა იმუშაონ კოორდინირებულად და სწორად განახორციელონ როგორც ამ მიმართულებით არსებული გეგმები, ასევე - მათი შესრულების მონიტორინგი. კომისიის პირველი სხდომა სწორედ იმას შეეხებოდა, რომ სწორად დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა, შეჯერდეს და გაიწეროს ის ქმედებები, რომლებზეც შემდგომში საბჭო და ცალკეული უწყებები მოახდენენ რეაგირებას. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს იმისთვის, რომ ამ საქმიანობას საპარლამენტო მხარდაჭერაც ჰქონდეს", - განაცხადა კომისიის სხდომის შემდეგ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის დადგენილებით დამტკიცდა. კომისიის მანდატში ერთიანდება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. კომისია ასევე იმუშავებს, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა და სხვა. კომისია წარმოადგენს სტამბოლის კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მაკოორდინირებელ ორგანოს, რომელიც კონვენციის მოქმედების სფეროში შესული საკითხების შესრულებასაც დააკვირდება. უწყებათაშორის კომისიაში, რომლის პირველ სხდომას მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის, სსიპ-იურიდიული დახმარების სამსახურის, სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)