|
2017-08-01 16:52:52, 2486 ნახვა
კომენტარი
პენსი ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე: ისინი გმირები არიან და მუდამ იქნებიან ამერიკელი ხალხის გულებში
საქართველოს მომავალი დასავლეთ სამყაროშია, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცეპ-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წელს აშშ-სა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეა და ამერიკა ქვეყნის პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევს. „საქართველოს მომავალი დასავლეთ სამყაროშია. საქართველო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი იყო. ათასობით ქართველი სამხედრო მოსამსახურე ღირსეულად მსახურობდა ამერიკელებთან ერთად კოსოვოში, ერაყში ავღანეთში. ავღანეთში საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ მსოფლიო მასშტაბით“, - განაცხადა პენსმა. მან ასევე საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცებიც გაიხსენა: „დღეს ჩვენ ვიხსენებთ 31 დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამერიკელ ხალხს ახსოვს ეს მსხვერპლი. ისინი გმირები ბრძანდებიან და გარწმუნებთ, რომ ისინი ყოველთვის დარჩებიან ამერიკელი ხალხის გულებში, მუდამ“, - განაცხადა მაიკ პენსმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)