|
2017-08-01 13:09:39, 2631 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს
„დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პენსმა აღნიშნა, აშშ გააგრძელებს მხარდაჭერას და საქართველოს დაეხმარება არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, არამედ ეკონომიკურად. „ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამას ვახორციელებთ იმ დღიდან, როდესაც რუსულმა ტანკებმა 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელეთ ამ მყარ პოზიციაზე დგომა და კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისადმი. უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ გვჯერა ასევე რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რისი საშუალებითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს არამხოლოდ თავდაცვისუნარიანობის კუთხით, არამედ ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას. ეს მოიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ქვეყანას აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას“, - განაცხადა მაიკ პენსმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)