|
2017-07-30 10:37:57, 2675 ნახვა
სამართალი
შსს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და შსს-ს სადარაჯო ხომალდმა „სოხუმმა“ ყოველწლიურ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში „SEA BREEZE–2017“ მონაწილეობა მიიღეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლება პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩატარდა. მათივე ცნობით, ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო აშშ-ს და ნატოს გაერთიანებული სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციის მხარდაჭერა და შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის ამაღლება. სწავლებაში, ასევე, მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კანადის, გერმანიის, საბერძნეთის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, ბელგიის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და შვეიცარიის შესაბამისი უწყებები. სწავლების დასასრულს, მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ. (NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)